იაგო ხვიჩია - როგორც ფეხბურთის გულშემატკივარი, ველოდები, ევროკავშირის ტაბლოზე რა შედეგი გამოისახება, თუ გამოისახება, რომ რაღაც მოგვცეს, ე.ი. გოლი გაგვიტანია
იაგო ხვიჩია - როგორც ფეხბურთის გულშემატკივარი, ველოდები, ევროკავშირის ტაბლოზე რა შედეგი გამოისახება, თუ გამოისახება, რომ რაღაც მოგვცეს, ე.ი. გოლი გაგვიტანია

დიპლომატიურ ეტიკეტებში ცუდად ვერკვევი და არ ვიცი, რას გულისხმობენ, როცა რამეს ამბობენ. ამიტომ, როგორც ფეხბურთის გულშემატკივარი, ველოდები, ტაბლოზე რა შედეგი გამოისახება. იქ თუ გამოისახება, რომ რაღაც მოგვცეს, ე.ი. გოლი გაგვიტანია და კარგად ჩაუვლია, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, ხვიჩიას კითხვა დაუსვეს ევროკავშირის საბჭოს განცხადებაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბევრ საკვანძო რეფორმაში.

„მანამდე ვის როგორი გამომეტყველება ჰქონდა სახეზე, როგორ გამოიყურებოდა და რას ფიქრობდა, დიპლომატების შემთხვევაში ამაზე კომენტარის გაკეთება მიჭირს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.