იაგო ხვიჩია - „ქოცების“ და „ნაცების“ ბრძოლამ, შეუთანხმებლობამ შარში გახვია დანარჩენი ოპოზიცია, ჩვენი ამერიკელი და ევროპელი ფასილიტატორებიც
იაგო ხვიჩია - „ქოცების“ და „ნაცების“ ბრძოლამ, შეუთანხმებლობამ შარში გახვია დანარჩენი ოპოზიცია, ჩვენი ამერიკელი და ევროპელი ფასილიტატორებიც

აუცილებელია, ჩვენ, ოპოზიციამ ერთმანეთში გავარკვიოთ, რას ვაკეთებთ ბოიკოტის შემდეგ, შემდეგი ნაბიჯები რა არის, საით მივდივართ, რომ ვუთხრათ ჩვენს ამომრჩევლებს, რადგან ცხადია, ჩვენი ამომრჩევლები ამას მეკითხებიან, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ამასთან, როგორც ხვიჩიამ განაცხადა, სრულყოფილი ბოიკოტისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი მნიშვნელოვანია.

ხვიჩიას აზრით, ვიდრე ბოიკოტის რეჟიმში არიან, ადგილობრივი საკრებულოებიდან სხვადასხვა პარტიის წევრები უნდა გამოიხმონ და არც ერთ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ.

„გირჩის“ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილია, ჩვენ საჯაროდ ვთქვით და აღარ გავიმეორებ, თუ როდის ჩავხსნით ჩვენს სიებს, როდის ვიტყვით საპარლამენტო მანდატებზე უარს და ასე შემდეგ. მანამდე, მგონია აუცილებელია, რომ ჩვენ, ოპოზიციამ ერთმანეთში გავარკვიოთ, რას ვაკეთებთ ბოიკოტის შემდეგ, შემდეგი ნაბიჯები რა არის, საით მივდივართ, რომ ვუთხრათ ჩვენს ამომრჩევლებს, რადგან ცხადია, ჩვენი ამომრჩევლები ამას მეკითხებიან.

ამავდროულად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი, რადგან მიგვაჩნია, რომ ბოიკოტი უნდა იყოს სრულყოფილი. ახლა რომ ადგილობრივ საკრებულოებში სხვადასხვა პარტიების წევრები არიან, ჩემი აზრით, ისინიც უნდა გამოიხმონ პოლიტიკურმა პარტიებმა ბოიკოტის შემთხვევაში და არ უნდა მივიღოთ არც ერთ არჩევნებში მონაწილეობა, ვიდრე არ მოხდება მოთხოვნების დაკმაყოფილება. მე რეალურად, ბოიკოტის შინაარსი მგონია ასეთი. ჩემი ბევრი კოლეგა ამაში არ მეთანხმება და ამაზე ვართ გადართული, ვფიქრობთ, წავიდეთ ამ მიმართულებით თუ -არა. დანარჩენად ვხვდებით, რომ ისეთი პროცესი მიმდინარეობს, რომელშიც ჩვენ ვერ ვახდენთ სათანადო გავლენას, ჩვენ კი არა ეგერ „ქოცების“ და „ნაცების“ ბრძოლამ და შეუთანხმებლობამ შარში გახვია დანარჩენი ოპოზიციაც და ჩვენი ამერიკელი და ევროპელი ფასილიტატორებიც“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სია გაუქმებულია, ახლა მანდატმოპოვებულები აპირებენ განცხადებების დაწერას, ასეთ ვითარებაში, რაზეა მიბმული „გირჩის“ გადაწყვეტილება“, ხვიჩიამ განაცხადა:

„აი, როდესაც დავინახავთ რომ 113- ზე ნაკლები დეპუტატია პარლამენტში, მაშინ მივხვდებით, რომ ამ პარლამენტში ყოფნას აზრი არა აქვს. ჩვენ ხომ არ ვიცით ჯერ რა მოხდება, როდის მოხდება. როდის შეიტანენ და როდის დაკმაყოფილდება მაგათი განცხადებები. ამიტომ ჩვენ დაველოდებით, მგონია, მანამდე სალაპარაკო ბევრი გვაქვს სამომავლო გეგმებზეც, ზოგადად, ამ რთულ სიტუაციაზეც, თან მოლაპარაკებების პროცესში ვართ, ანუ უბრალოდ სია ვწეროთ, რაღაცაზე დესტრუქციულად ვიქცეოდეთ მანამდე, ვიდრე მოლააპარაკებები ნომინალურად მიმდინარეობს, ჩვენ არ მიგცაჩნია სერიოზულად. ეს ლაპარაკის გარეშე, მომავლის გეგმებზე შეთანხმების გარეშე, შეურაცხყოფების და ცილისწამებების ფონზე ზოგადად, არ მიგვაჩნია, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ამ პროცესში მონაწილეობა“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

ამასთან, როგორც იაგო ხვიჩიამ განაცხადა, „გირჩი“ ბოიკოტს განაგრძობს და პარლამენტში იმ შემთხვევაში შევა, თუ იქ იქნება იმდენი ხალხი, რამდენიც კონსტიტუციის შეცვლისთვის არის საჭირო.

„გირჩი“ აგრძელებს ბოიკოტს და შევა პარლამენტში იმ შემთხვევაში, თუ იქ იქნება იმდენი ხალხი, რამდენიც კონსტიტუციის შეცვლისთვის არის საჭირო, ძალიან გასაგებია პოზიციაა. როცა ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს ამერიკის ელჩთან და ევროკავშირის ელჩთან, ის მოლაპარაკებები ჯერ ბოლომდე მისული არ არის და ამ დროს ოპოზიცია, რომელიც მოლაპარაკებაზე მიდის უკვე როგორც არადეპუტატები, ანუ სხვა ჟანრში გადაჰყავთ მოლაპარაკება, როდესაც თვითონ მოლაპარაკების პროცესი არ არის ჯერ აქამდე მისული.

ჩვენ დავწერთ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში დარჩება 113 დეპუტატზე ნაკლები. ვიღაცა წერს უკვე, ამას სჭირდება დაკმაყოფილების და ა.შ პროცედურები, რომლებიც შეიძლება გაგრძელდეს ერთი თვე. პარალელურად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მე ვამბობ, რომ არ მინდა ამ სპექტაკლში მონაწილეობა, ვიდრე მოლაპარაკების პროცესში ვართ და არის იქ 113 დეპუტატზე მეტი ადამიანი, როცა ეს არ იქნება და აზრს დაკარგავს ეს ყველაფერი, მაშინ მოლაპარაკებაც სხვა რამეზე გადავიდეს, მაგრამ ამ თემაზე მოლაპარაკების გაგრძელებას აზრი არ ექნება. მე სხვებისგანაც არაბუნებრივი მგონია ასეთი რაღაც, ერთმანეთის ჯიბრზე განცხადებების წერა და ჩემგანაც მით უმეტეს სრულიად არარაციონალურია, ანუ რატომ უნდა მივიღო ისეთ სპექტაკლში მონაწილეობა, რომლის შინაარსიც მე კარგად არ მესმის, თუ დადგება ის ფაქტი, რა ფაქტიც ჩემთვის საჭიროა, პარლამენტში არ შევიდე, არ შევალ მარტივად“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.