იაგო ხვიჩია - ქართველო ხალხო, ეს ყველაფერი თქვენი ბრალია, თქვენ მოიყვანეთ ეს ხალხი ამ შემადგენლობით ამ პარლამენტში
ქართველო ხალხო, ეს ყველაფერი თქვენი ბრალია, თქვენ მოიყვანეთ ეს ხალხი ამ შემადგენლობით ამ პარლამენტში, – ასე მიმართა „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ საზოგადოებას პარლამენტის სხდომაზე.
ხვიჩიას თქმით, საერთოდ სხვაგან არის პარლამენტი და სხვაგან – ხალხის ინტერესები.
„ვიდრე თქვენ ასეთ არჩევანს აკეთებთ, არაფრის იმედი არ შეიძლება, გქონდეთ. რა მნიშვნელობა აქვს ახლა, მე აქ ვილაპარაკებ თუ არა რომელიმე კანონპროექტზე; აქ ხომ საერთოდ სხვა სიტუაციაა მოწყობილი, იმის გამო, რომ თქვენ ეს არჩევანი გააკეთეთ? იქნებ, ორი წლის მერე გამოიღვიძოთ და მიხვდეთ, რომ რაღაც უნდა შეცვალოთ თქვენ, ხალხმა, საკუთარ ცხოვრებაში, საკუთარ არჩევანში, თორემ, ხომ ხედავთ, რომ საერთოდ სხვაგან ვართ, თქვენი ინტერესები საერთოდ სხვაგან არის.
მესმის, რომ თქვენი ინტერესები საერთოდ სხვაგან არის, მაგრამ როგორ უნდა დაგეხმაროთ, როცა თქვენ თვითონ აკეთებთ არასწორ არჩევანს?“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.