იაგო ხვიჩია - ქართველი ბიზნესმენი რომ ვიყო, რუსეთში პროდუქტების გატანას არ გავრისკავდი, რადგან ეს სულ წამოსაძახებელი და შესახსენებელი იქნება
იაგო ხვიჩია - ქართველი ბიზნესმენი რომ ვიყო, რუსეთში პროდუქტების გატანას არ გავრისკავდი, რადგან ეს სულ წამოსაძახებელი და შესახსენებელი იქნება

ქართველი ბიზნესმენი რომ ვიყო, რუსეთში პროდუქტების გატანას არ გავრისკავდი, რადგან ეს სულ წამოსაძახებელი და შესახსენებელი იქნება, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთელი მსოფლიო უყურებს და ეს ყველაფერი პოლიტიკური აქტია, რომელიც სწორად უნდა ჩავიდინოთ, რათა შემდეგ ცუდად არ წამოგვაძახონ.

„ქართველი ბიზნესმენი რომ ვიყო, რუსეთში პროდუქტების გატანას არ გავრისკავდი, რადგან ეს სულ წამოსაძახებელი და შესახსენებელი იქნება. მგონია, რომ არც ერთი ფულის შოვნა არ ღირს იმად, რომ ცოტა ხანში ადამიანებმა, ქართული ფილმის არ იყოს, „კიკუ“ გეძახონ. მგონი, რუსეთმა აკრძალვები თავად მოხსნა და ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლების როლი როგორია, არ ვიცით, მაგრამ ყველას გვეცოდინება იმ ბიზნესმენების როლი, ვინც ამ დროს ისარგებლებენ და რუსეთში პროდუქციას შეიტანენ. საქართველოს მთელი მსოფლიო უყურებს და ეს ყველაფერი პოლიტიკური აქტია, რომელიც სწორად უნდა ჩავიდინოთ, რათა შემდეგ ცუდად არ წამოგვაძახონ და სულ იქნება წამოსაძახებელი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.