იაგო ხვიჩია - „ქართულმა ოცნებამ“ მოთხოვნები წამოაყენა, რაც ნიშნავს, რომ ცდილობენ კომპრომისს, რაზე წავლენ და რას დააკმაყოფილებენ, მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყდება
მოლაპარაკების მესამე ტურს ველოდებით, ამიტომ ოპოზიციამ შევაჯერეთ პოზიცია, რომელსაც წარვადგენთ მოლაპარაკების მაგიდაზე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა თავისი წინადადება. მიდიოდა პოზიციების შეჯერება ამ წინადადებასთან დაკავშირებით ოპოზიციის შიგნით. ჩვენ უახლოეს დღეებში, შეიძლება ხვალ, შეიძლება ზეგ, მოლაპარაკების მესამე ტურს ველოდებით, ამიტომ ოპოზიციამ შევაჯერეთ პოზიცია, რომელსაც წარვადგენთ მოლაპარაკების მაგიდაზე. აქ ვერ ვიტყვით. არის დიდი დოკუმენტი, რომელზეც ზოგ ადამიანს ასეთი პოზიცია აქვს, ზოგს ისეთი. „ოცნებამ“ ეს მოთხოვნები წამოაყენა, რაც ნიშნავს, რომ ცდილობენ კომპრომისს, რაზე წავლენ და რას დააკმაყოფილებენ, მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყდება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.