იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნების“ სისუსტის გამოვლინებას ოპოზიციამ უნდა დაუპირისპიროს ისეთი ნაბიჯი, რომელსაც ხელისუფლება მათგან არ ელოდება, ასეთი რა არის, პარლამენტიდან გაქცევა და ბოიკოტი?
იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნების“ სისუსტის გამოვლინებას ოპოზიციამ უნდა დაუპირისპიროს ისეთი ნაბიჯი, რომელსაც ხელისუფლება მათგან არ ელოდება, ასეთი რა არის, პარლამენტიდან გაქცევა და ბოიკოტი?

„გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით ქვეყანა მთელი დასავლეთის თვალწინ კიდევ ერთხელ შეარცხვინა.

ხვიჩიას შეფასებით, ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ შეცდომა უნდა გამოიყენოს.

„მგონი, რაც ხდება ლოგიკურია. „ქართულმა ოცნებამ“, როგორც ქვეყანა, მთელი დასავლეთის თვალწინ კიდევ ერთხელ შეგვარცხვინა. მათი ეს გადაწყვეტილება გარანტიაა იმის, რომ კიდევ უფრო მეტ სიღარიბეში დავრჩებით. რას ვაპირებთ? ვფიქრობთ, რომ ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ შეცდომა უნდა გამოიყენოს. ეს არის ფორის მიცემა ოპოზიციისთვის, რადგან „ქართულ ოცნებას“ საერთოდ არ აქვს თავდაჯერება, რომ 43 პროცენტს აიღებს და არჩევნებს მოიგებს. ამის გათვალისწინებით დადგა ეს დრამა, რომ ადამიანებს იმედი გაუქრეთ, არჩევნებზე რაიმე შეიცვლება და არჩევნებზე არ მივიდნენ, ასეთი ფორმით კი აიღოს 43 პროცენტი. ეს ცალსახად არის სისუსტის გამოვლინება, რომელსაც ოპოზიციამ ისეთი ნაბიჯი უნდა დაუპირისპიროს, რომელსაც ხელისუფლება მათგან არ ელოდება. ასეთი ნაბიჯი რა არის? პარლამენტიდან გაქცევა და ბოიკოტი? ხელისუფლებამ თუ რამე იცის, ამას ელოდება. ამის ნაცვლად, პირიქით უნდა მოხდეს – ვისაც დოკუმენტზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი, უნდა მოაწეროს, ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შემოვიდეს და არჩევნებამდე ეცადოს, „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის თვალში აქციოს არა ევროპული და არა დასავლური პარტია.

სექტემბერში პლენარული სხდომები იწყება, ყველა დეპუტატმა ყველა კანონზე თავისი დრო სრულად უნდა გამოიყენოს, ყველა კომიტეტზე კრიტიკული მოსაზრება გამოთქვას ხელისუფლების მიმართ. ყველა წუთში უნდა ისმოდეს ხელისუფლების მიმართ კრიტიკა საქართველოს რუსეთისკენ წაყვანის გამო. თუ ამას მივაღწევთ და ადამიანები ამას დაიჯერებენ, ეს იქნება ოპოზიციისთვის  არჩევნების მოგების შანსი. „ქართული ოცნება“ ელოდება, რომ ოპოზიცია პარლამენტს დატოვებს და ასე ამიტომ იქცევა. უმრავლესობას უნდა, ოპოზიცია პარლამენტიდან გავიდეს, ქუჩაში იყოს, პარლამენტში ისხდნენ თავად“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რო „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ პოლიტიკურ თამაშს თამაშობენ.

ჩემი ეჭვები იცით, რომ მიშას ბიძინა უხდის ფულს, თუ ეს ასეა, ამ შემთხვევაში, ეს ყველაფერი შეთანხმებული თამაშია. უნდა არკვევდეთ, ეს ხალხი ერთმანეთთან მართლა შეთანხმებული ხომ არ არიან, ერთნაირად იქცევიან – „ნაციონალებმა“ ხელი არ მოაწერეს, „ქართულმა ოცნებამ“ ხელმოწერა მოხსნა. თუ ამ პოლიტიკურ თამაშს დააკვირდებით, მიხვდებით, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერ იმას აკეთებს, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა. ამ პარტიებს ამ წუთში უნდათ, რომ ყველა სხვა პარტია გაქრეს და თავად დარჩნენ. ეს ხომ ეს თამაშია?“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.

ამ განცხადების შემდეგ, პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გავიდა და პარლამენტს ტოვებს, რადგან მიაჩნია, რომ საკანონმდებლო ორგანოში ყოფნა იყო 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით მის მიერ აღებული ვალდებულება.

დატოვე კომენტარი