იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნების“ პრემიერები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს ამ თანამდებობაზე, ირაკლი კობახიძისგანაც ფურორს არ ველოდები, თუმცა განმასხვავებელი ნიშნები ექნება, როგორც ყველას
იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნების“ პრემიერები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს ამ თანამდებობაზე, ირაკლი კობახიძისგანაც ფურორს არ ველოდები, თუმცა განმასხვავებელი ნიშნები ექნება, როგორც ყველას

„ქართული ოცნების“ პრემიერები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს ამ თანამდებობაზე. შესაბამისად, ირაკლი კობახიძისგან ფურორს არ ველოდები, თუმცა განმასხვავებელი ნიშნები ექნება, როგორც ყველას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, „ქართული ოცნების“ პრემიერები შინაგანად დაქირავებული თანამშრომლები არიან.

„ირაკლი კობახიძე იგივე პრემიერი იქნება, როგორც „ქართული ოცნების“ დანარჩენი პრემიერები, ოღონდ ცოტა სპეციფიური არომატით. მოგეხსენებათ, „ქართული ოცნების“ პრემიერები ძალიან გვანან ერთმანეთს ამ თანამდებობაზე. შესაბამისად, მისგან რაიმე განსაკუთრებულ ფურორს არ ველოდები, თუმცა განმასხვავებელი ნიშნები ექნება, რაც ყველას ჰქონდა. მაგალითად, ღარიბაშვილი განსხვავდებოდა ბახტაძისგან, ბახტაძე – კვირიკაშვილისგან და ა.შ. მაგრამ ქოლგა ერთია – „ქართული ოცნების“ პრემიერები სპეციფიკურები არიან, შინაგანად არცერთი არ არის პრემიერი. დაქირავებული თანამშრომლები არიან. ირაკლი კობახიძე არ არის უგონო ადამიანი, რომელიც ადეკვატური არ იქნება იმის, რაც დახვდება. ჩვენ გვყავს პრემიერები, რომლებიც ერთ დღეს არიან და მეორე დღეს აღარ არიან. სამწუხაროდ, ამ ნიშას ვერც ირაკლი კობახიძე გასცდება“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.