იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნება“ თუ 43 პროცენტს ვერ აიღებს, ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოუწევს
იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნება“ თუ 43 პროცენტს ვერ აიღებს, ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოუწევს

ოპოზიციონერი დეპუტატის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ 43 პროცენტს ვერ აიღებს, ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოუწევს.

როგორც საქართველოს პირველ არხს ხვიჩიამ განუცხადა, „ქართული ოცნება“ იმიტომ იჭინთება ასე, რომ ადამიანები დაარწმუნოს, თითქოს თვითმმართველობის არჩევნები არ არის გადამწყვეტი და მათ არჩევნებზე მისვლისგან თავშეკავებისკენ მოუწოდოს.

„როცა „ქართული ოცნება“ შეთანხმებიდან გავიდა, იცოდა, რომ შეთანხმება ადამიანების თავში არსებობს. თუ 43 პროცენტს ვერ აიღებენ, ვერც პარლამენტი და ვერც „ქართული ოცნება“ სამი წელი რიგგარეშე არჩევნების გარეშე ვერ გაძლებს“, – განაცხადა ხვიჩიამ.