იაგო ხვიჩია - „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური განაჩენი დამდგარია, მათი ლიდერი ციხეშია, თუმცა „ქართული ოცნება“ არ ეშვება „ნაცმოძრაობით“ მანიპულირებას და მათთან ბრძოლა ისევ აქტუალურია
იაგო ხვიჩია - „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური განაჩენი დამდგარია, მათი ლიდერი ციხეშია, თუმცა „ქართული ოცნება“ არ ეშვება „ნაცმოძრაობით“ მანიპულირებას და მათთან ბრძოლა ისევ აქტუალურია

„ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთი დიდი დიდი ძალის შემადგენელი ნაწილია, რომელიც მომჯდარია ქართველ ხალხზე და დაკავებულია მისი გაყვლეფით, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური განაჩენი დამდგარია,

„2024 წელს, რითაც გვემუქრებიან, არის ის, რომ კიდევ უფრო მოვაჯდებით ქართველ ხალხს და გაგყვლეფთო. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოვალთ აზრზე. „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური განაჩენი დამდგარია, მათი ლიდერი ციხეშია. ამ განაჩენის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობით“ მანიპულირებას არ ეშვება და მათთან ბრძოლა ისევ აქტუალურია“, – განაცხადა ხვიჩიამ.