იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნება“ ცდილობს, აჩვენოს, ვითომ ძლიერია, ღირსეულად უჭირავს თავი და კანონპროექტის მხარდასაჭერად მის გვერდით ხალხი დგას
იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნება“ ცდილობს, აჩვენოს, ვითომ ძლიერია, ღირსეულად უჭირავს თავი და კანონპროექტის მხარდასაჭერად მის გვერდით ხალხი დგას

„ქართული ოცნება“ ცდილობს, აჩვენოს, ვითომ ძლიერია, ღირსეულად უჭირავს თავი და მის გვერდით ხალხი დგას ამ კანონპროექტის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას კითხვა დაუსვეს „ქართული ოცნების“ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ 29 აპრილს საყოველთაო-სახალხო შეკრება გაიმართება.

„მახსოვს, კონტრაქციას როგორც აკეთებდნენ ედუარდ შევარდნაძე და ასლან აბაშიძე მმართველობის ბოლოს. კარგად მახსოვს, მათ როგორ დაამთავრეს. ახლა ხელისუფლების მხრიდან ხალხის ქუჩაში გამოყვანა იმავე შედეგს მოიტანს. ეს არის საზოგადოების გახლეჩისა და ხელოვნურად დაპირისპირების მცდელობა. სწორედ ამიტომ ეს ყველაფერი არასერიოზულია. „ქართული ოცნება“ ცდილობს, აჩვენოს, ვითომ ძლიერია და ღირსეულად უჭირავს თავი, ვითომ მის გვერდით ხალხი დგას ამ კანონპროექტის მხარდასაჭერად“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.