იაგო ხვიჩია - სააკაშვილი სუნს გრძნობს და ცქმუტავს მოუთმენლობისგან
იაგო ხვიჩია - სააკაშვილი სუნს გრძნობს და ცქმუტავს მოუთმენლობისგან

ბევრი რამე თქვა სააკაშვილმა იმისთვის, რომ არ გადაიფიქროთ და ნამდვილად შეუვარდეთ მელიას, მე ვარ მიშა სააკაშვილი და მე ვშვები ამასო (გოიმები ჰგონიხართ და თქვენს აგდებას ცდილობს), „ქართული ოცნება“, მეტი როგორ უნდა გითხრათ, რომ ელოდება ამ ყველაფერს, სუნს გრძნობს და ცქმუტავს მოუთმენლობისგან, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია „ფეისბუქზე“ წერს.

ქოცებმაო, არჩევნები წააგეს 40\60 -ზეო. ისე 39% ჰქონდათო (ანუ, თქვე არალეგიტიმურებოო). შრომისუნარიანებს ქვეყნიდან ყრიან და მონებად უშვებენ გერმანიაშიო. როგორც მამლუქებს ყიდიდნენ ადრე ეგრე უნდათ გაყიდონ ჩვენი ხალხიო. ბიძინაზე – გაუნათლებელი ბინძური რუსეთის შნირი… ორღობის ყვარყვარე… ლაჩარი და მხდალიაო თქვა. გახარიას შეეშინდა და გაჰქუსლაო (გაბრაზებულია, ერთხელ გეგმა ჩაუვარდა).

ღარიბაშვილი – არარაობა, რაღაც საზიზღრობა და მახინჯიაო. კალაძე გაუნათლებელი ბნელი არსებააო, რომელიც მხოლოდ ფეხს ურტყამდა ბურთს და საკუთარ კარში იტანდა ხშირადო.

ჩვენ არ გვინდა არეულობა და შეტაკება, მაგრამ… ქართველი ხალხი დაიცავს თავის თავსო…ალესილ რქებს მოგტეხავთო. რამდენიმე ათეული მსხვერპლი იქნებაო.

კიდე ბევრი რამე თქვა იმისთვის, რომ არ გადაიფიქროთ და ნამდვილად შეუვარდეთ მელიას. მე ვარ მიშა სააკაშვილი და მე ვშვები ამასო (გოიმები ჰგონიხართ და თქვენს აგდებას ცდილობს).

ქართული ოცნება / Georgian Dream მეტი როგორ უნდა გითხრათ, რომ ელოდება ამ ყველაფერს. სუნს გრძნობს და ცქმუტავს მოუთმენლობისგან“,- წერს იაგო ხვიჩია.

 

 

ქოცებმაო,
არჩევნები წააგეს 40\60 -ზეო.
ისე 39% ჰქონდათო (ანუ, თქვე არალეგიტიმურებოო).
შრომისუნარიანებს ქვეყნიდან ყრიან…

Posted by Iago Khvichia on Monday, 22 February 2021