იაგო ხვიჩია - პრეზიდენტს მოვუწოდებ, კანონპროექტების 99 პროცენტს თუ არა, 90 პროცენტს მაინც დაადოს ვეტო და ვეტოების გამოყენებას სერიოზული მნიშვნელობა მაშინ ექნება
იაგო ხვიჩია - პრეზიდენტს მოვუწოდებ, კანონპროექტების 99 პროცენტს თუ არა, 90 პროცენტს მაინც დაადოს ვეტო და ვეტოების გამოყენებას სერიოზული მნიშვნელობა მაშინ ექნება

პრეზიდენტის წარმომადგენლებს მოვუწოდებთ, უფრო გაასერიოზულონ საქმე, რადგან დიდი ხანია, რაღაც კინკლაობას ვუყურებთ პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა, ვეტოს გარდა, სხვა მექანიზმებიც უფრო ეფექტურად უნდა გამოიყენოს, თუ უნდა, რომ „ქართული ოცნება“ მართლა შეწუხდეს.

„ამ ყველაფერმა სხვა ეტაპზე უნდა გადაინაცვლოს, რადგან ვეტოს უფრო ეფექტურად გამოყენება უნდა მოხდეს და, ვეტოს გარდა, სხვა მექანიზმებიც უფრო ეფექტურად უნდა გამოიყენოს, თუ უნდა, რომ „ქართული ოცნება“ მართლა შეწუხდეს. ქვეყანაში კანონების 99 პროცენტს ვეტო უნდა დაედოს. პრეზიდენტს მოვუწოდებ, 99 პროცენტს თუ არა, 90 პროცენტს მაინც დაადოს ვეტო და ვეტოების გამოყენებას სერიოზული მნიშვნელობა მაშინ ექნება, მაგრამ არსებობს შეწყალების ინსტრუმენტიც და უამრავი ადამიანი ტყუილად ზის ციხეში. სჯობს, პრეზიდენტმა ეს უფლებამოსილება გამოიყენოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.