იაგო ხვიჩია - პრეზიდენტის განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ვუშვებო, აქამდეც ვიცოდით და შერიგებისკენ თუ მოუწოდებ, ვინ დაგიჯერებს, მათ ლიდერს თუ რამეთი არ ეხმარები
იაგო ხვიჩია - პრეზიდენტის განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ვუშვებო, აქამდეც ვიცოდით და შერიგებისკენ თუ მოუწოდებ, ვინ დაგიჯერებს, მათ ლიდერს თუ რამეთი არ ეხმარები

პრეზიდენტის განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ვუშვებო, აქამდეც ვიცოდით და შერიგებისკენ თუ მოუწოდებ, ვინ დაგიჯერებს, მათ ლიდერს თუ რამეთი არ ეხმარები, – ამის შესახებ განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს.

მისი თქმით, როდესაც პრეზიდენტის საგანგებო ბრიფინგი ინიშნება, ხალხი მისგან უფრო მეტს მოელის.

„მე ადამიანთა იმ კატეგორიას განვეკუთვნები, რომელმაც ბევრი ვერაფერი გაიგო ამ ბრიფინგიდან. იქიდან გამომდინარე, რომ თუ შერიგებისკენ მოგვიწოდებდა ქალბატონი პრეზიდენტი, მაშინ შეწყალებაზე ასეთი კატეგორიული და გამომწვევი უარი ხომ ამის წინადადებებს წინას ეწინააღმდეგებოდა. ზოგადად, თუ ადამიანებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ რაღაც ასეთ რამეს იტყოდა პრეზიდენტი, ამის სათქმელად მგონია, რომ ახლა შესაფერისი დრო არ იყო, რადგან ჩემი აზრით, ამ დროს რაღაც ახალი უნდა ეთქვა. როდესაც ასეთ საგანგებო დროს, საღამოს, თან სამსახურის შემდეგ პრეზიდენტის ბრიფინგი ინიშნება, ადამიანები უფრო მეტს მოელიან პრეზიდენტისგან. მე უბრალოდ ვერც კი მივხვდი, რომ თუკი ბრიფინგი არ მოგენატრა, ცხადია, ასეთი საგანგებო ბრიფინგის აღსანიშნავად, იმის სათქმელად, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ვუშვებო, აქამდეც ხომ ვიცოდით ეს და შერიგებას თუ მოვუწოდებთ კიდევ, ვინ დაგიჯერებს შერიგებას, თუ მათ ლიდერს რამეთი არ ეხმარები ამ დროს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა: „ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია, არა და არასოდეს“.