იაგო ხვიჩია - პრემიერის ანგარიშის მოსმენისას იყო ბევრი ჩხუბი და ცოტა საქმეზე საუბარი
იაგო ხვიჩია - პრემიერის ანგარიშის მოსმენისას იყო ბევრი ჩხუბი და ცოტა საქმეზე საუბარი

ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა საქმეზე სერიოზულ საუბარს, არა კონფლიქტს, რომელიც ყველა მხარეს აწყობს, – ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენის შეფასებისას განაცხადა.

„იყო ბევრი კონფლიქტი, ბევრი ჩხუბი, ბევრი კინკლაობა, ბევრი ზოგადი საუბარი და ცოტა საუბარი საქმეზე. ეს ეხება არამხოლოდ პრემიერს, არამედ ბევრს. ეს ანგარიში ძირითადად ზოგადი იყო ბევრ ნაწილში. ჩემი აზრით, იყო ბევრი ჩხუბი და ცოტა საქმეზე საუბარი. მე ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება, თუ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა საქმეზე სერიოზულ საუბარს, არა კონფლიქტს, რომელიც ყველა მხარეს აწყობს. როცა სალაპარაკო არ გაქვს საქმეზე, მაშინ კონფლიქტი კარგი გამოსავალია და ასეთი გამოსაძვრომი, ჩემი აზრით, არ უნდა მივცეთ, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები მოდიან პარლამენტში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.