იაგო ხვიჩია - პატიმრის უფლებაა, ციხიდან გასაქცევად ყველაფერი გააკეთოს, არ მგონია, რომ სააკაშვილს აწამებენ, არც ის მგონია, რომ სააკაშვილის სია შედგება და „მაგნიტსკის სიის“ ანალოგიური იქნება
იაგო ხვიჩია - პატიმრის უფლებაა, ციხიდან გასაქცევად ყველაფერი გააკეთოს, არ მგონია, რომ სააკაშვილს აწამებენ, არც ის მგონია, რომ სააკაშვილის სია შედგება და „მაგნიტსკის სიის“ ანალოგიური იქნება

არ მგონია, რომ სააკაშვილს აწამებენ, არც ის მგონია, რომ სააკაშვილის სია შედგება და „მაგნიტსკის სიის“ ანალოგიური იქნება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, პატიმრის უფლებაა, ყველაფერი გააკეთოს ციხიდან გასაქცევად.

„რაც უნდა, ის სია შეადგინოს და როგორც უნდა, იბრძოლოს ამ მიზნისთვის. არ ვიცი, ეს საქმე რამდენად გამოვა ასე, რადგან, ნებისმიერ შემთხვევაში, „მაგნიტსკის საქმე“ ოდნავ განსხვავებული მგონია. მგონი, სხვა სიტუაცია იყო მაგნიტსკისა და სააკაშვილის შემთხვევაში. ერთი მაგნიტსკია, მეორე – სააკაშვილი. არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ და არც ის მგონია, რომ სააკაშვილის სია შედგება და ის იქნება „მაგნიტსკის სიის“ ანალოგიური“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მაგნიტსკის სიის“ ავტორს, ბილ ბრაუდერს წერილით მიმართა, რომ „დაეხმაროს ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს, ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე, „მაგნიტსკის“ ახალი სიის წინასწარ შედგენაში“. ბილ ბრაუდერმა სააკაშვილს უპასუხა, რომ „მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, თუ ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლასა და წამებაზე, და ყველაფერს გააკეთებს, რათა დასავლეთის მთავრობებმა ამას ყურადღება მიაქციონ“.