იაგო ხვიჩია - პარლამენტისთვის პაატა მანჯგალაძე უფრო დიდი დანაკლისი იქნება, ვიდრე გიორგი ვაშაძე, რომელსაც პარლამენტი ფაქტობრივად დატოვებული აქვს
იაგო ხვიჩია - პარლამენტისთვის პაატა მანჯგალაძე უფრო დიდი დანაკლისი იქნება, ვიდრე გიორგი ვაშაძე, რომელსაც პარლამენტი ფაქტობრივად დატოვებული აქვს

მგონი, გიორგი ვაშაძისთვის, მისი პოლიტიკური პოზიციიდან გამომდინარე, დესტრუქცია უფრო მომგებიანი იყო, ვიდრე პარლამენტში მონაწილეობა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი ვაშაძე საკანონმდებლო საქმიანობაში ისედაც არ მონაწილეობს და პარლამენტი ფაქტობრივად დატოვებული აქვს.

„მგონი, ამ თემაზე ჩვენი ნათქვამი არავის აინტერესებს, ამიტომ, პროცესებზე დაკვირვება სჯობს – ჩვენს კოლეგებს მოვუწოდებთ, პარლამენტი დატოვონ და შემდეგ დავაკვირდეთ, ჩვენც მივბაძავთ, აბა, ამას ზეპირად ხომ არ გავაკეთებთ?

გიორგი ვაშაძეს პარლამენტი ფაქტობრივად დატოვებული აქვს, საკანონმდებლო საქმიანობაში ისედაც არ მონაწილეობს და გარედან მხოლოდ მისი წევრის სტატუსით გველაპარაკება. მგონი, პარლამენტისთვის პაატა მანჯგალაძე უფრო დიდი დანაკლისი იქნება, ვიდრე გიორგი ვაშაძე. რატომ არ მონაწილეობს? – მგონი, მისი პოლიტიკური პოზიციიდან გამომდინარე, დესტრუქცია უფრო მომგებიანი იყო, ვიდრე პარლამენტში მონაწილეობა“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.