იაგო ხვიჩია - ოპოზიციის მოთხოვნები შეცვლილი არ არის, სიურპრიზები დიდად არ იქნება
იაგო ხვიჩია - ოპოზიციის მოთხოვნები შეცვლილი არ არის, სიურპრიზები დიდად არ იქნება

„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მესამე რაუნდი აუცილებლად შედგება და პოზიტიური მოდლოდინი აქვს.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, დღეს ოპოზიციის შეხვედრაზე ძალიან ბევრი საკითხი წამოიჭრა, რაზეც მხარეებმა ისაუბრეს.

„რომ გითხრათ, ძალიან შეცვლილია მოთხოვნებიც და სულ სხვა რამეს ითხოვს ოპოზიცია არა, სიურპრიზები დიდად არ იქნება. მესამე რაუნდი შედგება მოლოდინი მე მაქ პოზიტიური და დიდი ხანია, ამას ვამბობ, უფრო ცოტა გაგრძელდა ეს რაუნდი იმაზე მეტად, ვიდრე მე წარმომიდგენია, მაგრამ იმედი მაქვს, შედგება და მინიმუმ რაღაც გაგრძელება ისეთი ექნება, რომელიც გვაჩვენებს მომავალს როგორი იქნება ამ ქვეყანაში. ჩვენ კი გაგვიგია ჭორები ხელისუფლების წინადადების შესახებ, მაგრამ ფაქტობრივად დანამდვილებით რას ნიშნავს ამ წუთის მოცემულობით არ ვიცით, ამიტომ მინიმუმ ეს გახდება ცხადი ხელისუფლება რა პოზიციით მოდის მესამე ტურზე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ