იაგო ხვიჩია - ოპოზიციიდან ჩემს კოლეგებზე მეტი ნერვიულობა არ მევალება, ბევრი ვინერვიულე, დერეფანშიც ველოდებოდი, რომ შემოსულიყვნენ, ადამიანებს შერიგების ნაცვლად თუ კონფლიქტი უნდათ, ეს ჩემი საქმე არ არის
არც ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ინიციატორი ვარ, არც გამწვევი და საერთოდ, ჯერ ტექსტი არ მინახავს, ნიკა ციხეშია, თან ვიცით, რომ მალე გათავისუფლდება, ვიდრე ეს არ მოხდება, გადავწყვიტე, არ მივაქციო ყურადღება ამ მიმართულებით პროცესებს, რადგან ნებისმიერი ასეთი განცხადება ამწვავებს ამბავს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვიტა, პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე კონცენტრირდეს.
იაგო ხვიჩიას განმარტებით, შეთანხმებაზე ხელმოწერით გაჩნდა შანსი შერიგებისა და თუ ვინმეს პირიქით, კონფლიქტი სურს, ამაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
„არც ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ინიციატორი ვარ, არც გამწვევი და ჯერ საერთოდ ტექსტი არ მინახავს ისევე, როგორც ნიკა მელიას. ნიკა ციხეშია და თან ვიცით, რომ მალე გათავისუფლდება, ვიდრე ეს არ მოხდება, გადავწყვიტე, რომ საერთოდ არ მივაქციო ყურადღება ამ მიმართულებით პროცესებს, რადგან ნებისმიერი ასეთი განცხადება ამწვავებს ამ ამბავს. მე კიდე, არ მინდა იმ ადამიანის კრიტიკა, რომელიც ციხეში ზის. რომ გამოვა, მერე გვექნება საუბრის საშუალება. რაღაცით დამთავრდება ეს ისტორია – ან ასე, ან ისე. დიდი ხანია, ვერ ვიგებ, ამ ისტორიაში ვის რა უნდა.
ამიტომ გადავწყვიტე, ვკონცენტრირდე იმაზე, რაც პარლამენტში ხდება, ტექნიკურად გავერკვე და დავხვდე მომზადებული იმ პროცესებს, როცა ჩემი კოლეგები სრულად იქნებიან სხდომათა დარბაზში.
მგონი, ოპოზიციიდან ჩემს კოლეგებზე მეტი ნერვიულობა არ მევალება. ბევრი ვინერვიულე, ყველაფერი გავაკეთე, დერეფანშიც ველოდებოდი, რომ ესენი შემოსულიყვნენ, ხელი მოაწერეს რაღაცას და გაჩნდა შანსი ამ ქვეყნის შერიგებისა და გაერთიანების, მე ამ შანსს არ ვაფუჭებ, სულ ამისკენ ვარ მიდრეკილი. ამის მიუხედავად, თუ ადამიანებს არა შერიგება, არამედ კონფლიქტი უნდათ, გადავწყვიტე, რომ ეს ჩემი საქმე არ არის, ჩემს მიღმა აკეთონ რაც უნდათ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.