იაგო ხვიჩია - ოპოზიციას მეტი სიმშვიდისკენ მოვუწოდებდი, ხალხს აცადონ პროტესტის გამოხატვა, საკუთარი პროტესტით ხალხის პროტესტს ნუ ჩაახშობენ
იაგო ხვიჩია - ოპოზიციას მეტი სიმშვიდისკენ მოვუწოდებდი, ხალხს აცადონ პროტესტის გამოხატვა, საკუთარი პროტესტით ხალხის პროტესტს ნუ ჩაახშობენ

„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ სააკაშვილის სახელის გამოყენება პოლიტიკური მიზნისთვის ხდება.

იაგო ხვიჩიამ აღნიშნული განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რამდენიმე რაიონში გამართული აქციების შეფასებისას გააკეთა.

„მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მიხეილ სააკაშვილის სახელის გამოყენება ხდება საკუთარი პოლიტიკური მიზნის, ლოკალურ არჩევნებში გამარჯვებისთვის. ამ აქციის ნახვის შემდეგ ადამიანის გონებაში სააკაშვილის დაცვის აქტივიზმი კი არ დარჩენილა, არამედ სხვადასხვა დაპირისპირებული ჯგუფის, რომელიც ერთმანეთს წინასაარჩევნოდ აკრიტიკებდა. მოვუწოდებდი, ეს კრიტიკა სწრაფად დამთავრდეს და მხარეები უფრო სხვა სახის კრიტიკაზე გადავიდნენ, რათა დროულად მოგვარდეს „ნაცმოძრაობის“ შიდა საქმეები და მთელი ენერგია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საქმეზე ან სხვა კარგ საქმეზე დაიხარჯოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, იაგო ხვიჩიამ ოპოზიციას სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ხალხს უნდა აცადონ პროტესტის გამოხატვა.

„ცხელი შემოდგომის სცენარი ხომ გახსოვთ, როგორ მიმდინარეობდა. ოპოზიციის ისეთი ტიპის აქტივიზმია, რომელსაც ნებისმიერი, უკვე გაცხელებული პროტესტის გაცივება შეუძლია. ამიტომ მეტი სიმშვიდისკენ მოვუწოდებდი. ხალხს აცადონ პროტესტის გამოხატვა და საკუთარი პროტესტით ხალხის პროტესტს ნუ ჩაახშობენ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.