იაგო ხვიჩია - ოპოზიციამ ერთმანეთთან ურთიერთობა იმდენად გააფუჭა, რომ ახლა მერობის ერთი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანება არაბუნებრივად გამოვა
იაგო ხვიჩია - ოპოზიციამ ერთმანეთთან ურთიერთობა იმდენად გააფუჭა, რომ ახლა მერობის ერთი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანება არაბუნებრივად გამოვა

ოპოზიციამ შიგნით, ერთმანეთთან ურთიერთობა იმდენად გააფუჭა, რომ ახლა მერობის ერთი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანება არაბუნებრივად გამოვა და ვერ წარმომიდგენია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ოპოზიციის ერთიანობა ოპოზიციის სიძლიერეს არ წარმოადგენს.

„ნიკა მელია პარლამენტში უნდა შევიდეს და ერთად საკანონმდებლო საქმიანობა უნდა გავაგრძელოთ. ლოგიკურად ეს უნდა მოხდეს, რა მოხდება, ღმერთმა იცის. ოპოზიციამ შიგნით, ერთმანეთთან ურთიერთობა იმდენად გააფუჭა, რომ ახლა მერობის ერთი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანება არაბუნებრივად გამოვა და ვერ წარმომიდგენია. ოპოზიციას ერთიანობა ოპოზიციის სიძლიერეს არ წარმოადგენს. მირჩევნია, ბულერებს მარტო გავუმკლავდე, ვიდრე კოლეგა ოპოზიციონერებთან ერთად, რადგან მათ მიმართ დანარჩენ კოლეგებს ცალკე პრეტენზიები აქვთ. სჯობს, ჩემს თავს მივხედო დამოუკიდებლად“, – განაცხადა ხვიჩიამ.