იაგო ხვიჩია - ოპოზიცია სახალხო დამცველთან დაკავშირებულ პროცესში არ ერთვება, ხელისუფლება ამას იყენებს, რომ ოპოზიციას გადააბრალოს ამ პუნქტის ჩაგდება, ამაში მას ვაშაძეზე ერთგული მოკავშირე არ ჰყავს
იაგო ხვიჩია - ოპოზიცია სახალხო დამცველთან დაკავშირებულ პროცესში არ ერთვება, ხელისუფლება ამას იყენებს, რომ ოპოზიციას გადააბრალოს ამ პუნქტის ჩაგდება, ამაში მას ვაშაძეზე ერთგული მოკავშირე არ ჰყავს

სახალხო დამცველთან დაკავშირებით ოპოზიცია პროცესში არ ერთვება, ეს არის ფაქტი და ხელისუფლება ამას იყენებს, რომ ოპოზიციას გადააბრალოს ევროკავშირის რეკომენდაციების ამ პუნქტის ჩაგდება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ზედმეტი მოლოდინები არ შეიძლება, იყოს.

„იმედია, ბატონი გიორგი ვაშაძე რომ შეიცვლის გადაწყვეტილებას, მერე სახალხო დამცველის საკითხზე განსხვავებული რაღაცების ლაპარაკი მომიწევს. ოპოზიცია პროცესში არ ერთვება, ეს არის ფაქტი და ხელისუფლება ამას იყენებს, რომ ოპოზიციას გადააბრალოს ევროკავშირის რეკომენდაციების ამ პუნქტის ჩაგდება. ამაში მას ვაშაძეზე ერთგული მოკავშირე არავინ არ ჰყავს. ჩვენ სახალხო დამცველებზე დაკვირვება გვაჩვენებს, რომ ზედმეტი მოლოდინები არ შეიძლება. განსაკუთრებით, რაც დრო გადის მით უფრო და უფრო უარესდება ამ ინსტიტუტის შინაარსი. ჩვენ დიდი იმედი არ გვაქვს და ამ ინსტიტუტის მიმართაც სკეპტიკურები ვართ, მაგრამ რადგანაც არსებობს და რადგანაც გვთხოვენ, შეასრულეთო, სასამართლო არ გაქვთ და ეს მაინც გქონდეთ ნორმალურიო, ჩემთვის ეს მოთხოვნა გასაგებია. ამას, რომ არ ვასრულებთ და თან ოპოზიციას, რომ ბრალდება არ შესრულება, ეს რატომ ხდება, ეჭვები კი მაქვს, მაგრამ მაინც მიკვირს“, – განაცხადა ხვიჩიამ.