იაგო ხვიჩია - ოპოზიცია საარჩევნო რეფორმის თავის ხედვაზე შეთანხმდა, ჩემი ამოცანაა, დავაკვირდე, რა ხდება და ვის რა უნდა
იაგო ხვიჩია - ოპოზიცია საარჩევნო რეფორმის თავის ხედვაზე შეთანხმდა, ჩემი ამოცანაა, დავაკვირდე, რა ხდება და ვის რა უნდა

ვაპირებთ, ჯერ სიტუაციას დავაკვირდეთ, რადგან მინდა გავიგო, რა უნდა ხელისუფლებას და ოპოზიციას, და როგორ ესმით შარლ მიშელის დოკუმენტი, – ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ საარჩევნო რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია საარჩევნო რეფორმის მისეულ ხედვაზე შეთანხმდა.

„ოპოზიცია საარჩევნო რეფორმის თავის ხედვაზე შეთანხმდა, რაც მე არ ვიცი. ჩემი ამოცანაა, დავაკვირდე, რა ხდება და ვის რა უნდა. დღევანდელი შეხვედრა მიმდინარეობს, რათა აღვასრულოთ ის დოკუმენტი, რაზეც შევთანხმდით. ამისთვის საჭირო არ არის ახალი წინადადებებით მოვიდე, არამედ ის აღვასრულოთ – მიღწეული იქნას, რომ საქართველოში მომავალი არჩევნები არ გაყალბდეს და ეჭვქვეშ არ დადგეს მისი კანონიერების საკითხი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.