იაგო ხვიჩია - ოპოზიცია კონკრეტული იდეების გარშემო უნდა გაერთიანდეს​, აქამდე ოპოზიციის მცდელობა იყო, „ნაცმოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ გაერთიანებულიყო, ჩვენი ადგილი აქ არ არის
იაგო ხვიჩია - ოპოზიცია კონკრეტული იდეების გარშემო უნდა გაერთიანდეს​, აქამდე ოპოზიციის მცდელობა იყო, „ნაცმოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ გაერთიანებულიყო, ჩვენი ადგილი აქ არ არის

ოპოზიცია კონკრეტული იდეების გარშემო უნდა გაერთიანდეს და არა კონკრეტული პიროვნებების გარშემო. აქამდე ოპოზიციის მცდელობა იყო, რომ „ნაცმოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ გაერთიანებულიყო, ვფიქრობ, რომ ჩვენი ადგილი აქ არ არის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, „გირჩი“ ოპოზიციას კონკრეტული იდეის გარშემო გაერთიანებას სთავაზობს.

„ოპოზიციას კონკრეტული იდეების გარშემო გაერთიანებას ვთავაზობთ, სადაც გასაგები იქნება, თუ როგორი ქვეყანა გვინდა, ვიდრე ასეთი იდეა არ არსებობს, მანამდე არც რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას და არც გაერთიანებას არ აქვს აზრი. ჩვენ არ ვართ მიშისტები. როცა ერთი ადამიანის გარშემო ერთიანდებიან, არ არის საჩვენო. თუ არ ვცდები, „ლელო“ და ზურა ჯაფარიძე ხუთნომრიანი ნიშნით დადიოდნენ, ხალხს აგროვებდნენ არჩევნებზე, რათა ხუთი ნომერი შემოეხაზათ. ეს ჩემი აზრი კი არ არის, დადასტურებული ფაქტია, რომ ცოტა ხნის წინ ასე ხდებოდა. ცოტა ხნის წინ, ეს ხალხი ხუთი ნომრით გამოდიოდა და ვიცით, ხუთი ნომერი ვისი სიმბოლოა ქვეყანაში“, – განაცხადა ხვიჩიამ.

დატოვე კომენტარი