იაგო ხვიჩია - ოპოზიცია დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს ივანიშვილის წინააღმდეგ ამზადებს, „ქართული ოცნება“ – კეზერაშვილის წინააღმდეგ, ჩვენ რა ვქნათ, უბრალო ხალხმა?
იაგო ხვიჩია - ოპოზიცია დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს ივანიშვილის წინააღმდეგ ამზადებს, „ქართული ოცნება“ – კეზერაშვილის წინააღმდეგ, ჩვენ რა ვქნათ, უბრალო ხალხმა?

„ოპოზიცია დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამზადებს, „ქართული ოცნება“ – კეზერაშვილის წინააღმდეგ, ჩვენ რა ვქნათ, უბრალო ხალხმა?“ – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„მგონია, რომ ჩვენი კოლეგები რაღაცნაირად უნდა დავარწმუნოთ, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ კანონპროექტების მომზადებით შორს ვერ წავალთ და ასე ევროპაში არავინ შეგვიშვებს.  ჩხუბისა და კონფლიქტის ნაცვლად, ლაპარაკი უნდა ვისწავლოთ. არც ერთი კანონპროექტი ის არ არის, რასაც ჩვენგან დასავლეთი ითხოვს. გვთხოვენ კონსენსუსს და დეპოლარიზაციას. ამის ნაცვლად, ახალ-ახალი კანონპროექტები შემოგვაქვს ახალ-ახალი კონფლიქტების გასაღვივებლად, რაც ყველაზე არაევროპული ქცევაა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.