იაგო ხვიჩია - ნონა მამულაშვილს ვუჭერთ მხარს, რადგან „ნაცებს“ მიშას შემდეგ არცერთი კაცი თავმჯდომარე არ გამოადგათ, თან ნონას ჭეშმარტ ოპოზიციონერობაში ეჭვი არ გვეპარება
იაგო ხვიჩია - ნონა მამულაშვილს ვუჭერთ მხარს, რადგან „ნაცებს“ მიშას შემდეგ არცერთი კაცი თავმჯდომარე არ გამოადგათ, თან ნონას ჭეშმარტ ოპოზიციონერობაში ეჭვი არ გვეპარება

ნონა მამულაშვილს მხარს იმიტომ ვუჭერთ, რომ მიშას შემდეგ არცერთი კაცი თავმჯდომარე „ნაცებს“ არ გამოადგათ და თან ქალბატონ ნონას ჭეშმარტ ოპოზიციონერობაში ეჭვი არ გვეპარება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ნონა მამულაშვილი ხშირად მოუწოდებს პარტიას, რომ გამოვიდნენ პარლამენტიდან და ა.შ. რაც პარტიის დაშლისკენ გადადგმული ნაბიჯია.

„„გირჩი“ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მხარს ნონა მამულაშვილს უჭერს. ამიტომ ჩვენი მომხრეებიც დარეგისტრირდნენ „ნაცმოძრაობის“ საიტზე და რეგისტრაციისას პრობლემები არ შექმნიათ. არ ვიცი, ხმის მიცემის უფლებას მისცემენ თუ არა, მაგრამ რეგისტრაცია წარმატებით გაიარეს. ჩვენი მომხრეები რეგისტრირდებიან, ტექნიკური პრობლემები არ ყოფილა. ნონა მამულაშვილს მხარს იმიტომ ვუჭერთ, რომ მიშას შემდეგ არცერთი კაცი თავმჯდომარე „ნაცებს“ არ გამოადგათ და თან ქალბატონ ნონას ჭეშმარტ ოპოზიციონერობაში ეჭვი არ გვეპარება, მისი პოზიციებიც ყოველთვის იყო გულწრფელად რადიკალური პოზიციების გამომხატველი. ნონა მამულაშვილსაც ვერ წარმოუდგენია პარტიის ასე გაგრძელება, ის ხშირად მოუწოდებს, რომ გამოვიდნენ პარლამენტიდან და ა.შ. რაც პარტიის დაშლისკენ გადადგმული ნაბიჯია. შესაბამისად, ჩვენ ეს პრაგმატულადაც გვაწყობს. ჩემი აზრით, პარტია ყველა შემთხვევაში დაიშლება, უბრალოდ, ნონას შემთხვევაში იქამდე ყველაზე ღირსეულად წარსდგება ამომრჩევლის წინაშე“, – განაცხადა ხვიჩიამ.