იაგო ხვიჩია - ნინო ლომჯარია სამყაროში ერთადერთი სახალხო დამცველია, რომელიც ადამიანების ციხეში გამოკეტვას ითხოვს მაშინაც კი, როდესაც ამის აუცილებლობა არ არის
იაგო ხვიჩია - ნინო ლომჯარია სამყაროში ერთადერთი სახალხო დამცველია, რომელიც ადამიანების ციხეში გამოკეტვას ითხოვს მაშინაც კი, როდესაც ამის აუცილებლობა არ არის

„გირჩის“ წევრი, დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნების გადადებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ არეული მესიჯბოქსი მიხეილ სააკაშვილმა დაალაგა.

როგორც საქართველოს პირველ არხს იაგო ხვიჩიამ განუცხადა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აზრთა სხვადასხვაობა იყო, მაგრამ სააკაშვილმა, როგორც ჭეშმარიტმა პოლიტიკურმა ლიდერმა, ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა.

მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნების გადადება არავის ინტერესებში არ შედის.

„იქიდან გამომდინარე, რომ ეს თქვა სახალხო დამცველმა, ოპოზიციონერმა კოლეგებმა, რომლებიც ნინო ლომჯარიას სიტყვებს საჭიროზე ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, ჩათვალეს, რომ უნდა აყოლოდნენ და კომენტარები აკეთეს, თუმცა გუშინ მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ ყველაფერი ადგილზე დააყენა და ზუსტად იგივე გაიმეორა, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ არჩევნები არ უნდა გადაიდოს და ეს ხელისუფლებას აწყობს. „ნაციონალური მოძრაობის“ არეული მესიჯბოქსი სააკაშვილმა დაალაგა. რაც შეეხება ნინო ლომჯარიას, სამყაროში ის ერთადერთი სახალხო დამცველია, რომელიც ადამიანების ციხეში გამოკეტვას ითხოვს მაშინაც კი, როდესაც ამის აუცილებლობა არ არის და ადამიანის უფლებების დაცვის ნაცვლად, ხელისუფლებას მოუწოდებს, ადამიანთა განუსაზღვრელი წრის უფლება-მოვალეობები დაარღვიოს იმ იზოლური მოტივებით, რასაც კორონასთან ბრძოლა ჰქვია და რომლის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დღემდე არ არის დადგენილი. სახალხო დამცველისგან შეზღუდვების დაწესებაზე განცხადება არის არა სახალხო დამცველური, მაგრამ იმედი დავკარგე, რომ ამას სახალხო დამცველს გავაგებინებთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

დატოვე კომენტარი