იაგო ხვიჩია -  ნინო ლომჯარია „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნულია, არ მინდა, „ქართული ოცნების“ შიდა ოჯახურ კონფლიქტში ჩავერიო, თავად გაერკვევიან
იაგო ხვიჩია - ნინო ლომჯარია „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნულია, არ მინდა, „ქართული ოცნების“ შიდა ოჯახურ კონფლიქტში ჩავერიო, თავად გაერკვევიან

ოპოზიციონერი დეპუტატის, იაგო ხვიჩიას თქმით, განცხადება, რომ ირაკლი კობახიძეს საერთაშორისო მიმართულებით ლეგიტიმაცია არ აქვს, გაუგებარია.

„თქვენ იცით, რომ ნინო ლომჯარია არის „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული, არ მინდა, „ქართული ოცნების“ შიდა ოჯახურ კონფლიქტში ჩავერიო და პოზიციები დავაფიქსირო, ერთმანეთში თავად გაერკვევიან. საერთოდ არ მესმის ის, რომ საერთაშორისო მიმართულებით ირაკლი კობახიძეს ლეგიტიმაცია არ გააჩნია, რას ნიშნავს. ვიღაცამ ხომ უნდა ახსნას. რას ნიშნავს, ლეგიტიმაცია არ აქვს? საქართველოს პარლამენტის წევრია და არალეგიტიმურად არის? ის, რომ პარტიის თავმჯდომარეა, არალეგიტიმურად არის? ეს ხომ უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან.