იაგო ხვიჩია - შალვა ნათელაშვილის პარლამენტში შემოსვლა თანამშრომლობის კუთხით ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ გართობის მხრივ არ არის ცოტა
იაგო ხვიჩია - შალვა ნათელაშვილის პარლამენტში შემოსვლა თანამშრომლობის კუთხით ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ გართობის მხრივ არ არის ცოტა

ოპოზიციონერი დეპუტატის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, შალვა ნათელაშვილის პარლამენტში შესვლა ოპოზიციასთან თანამშრომლობის კუთხით ბევრს არაფერს ნიშნავს.

როგორც ხვიჩა აცხადებს, ნათელაშვილის პარლამენტში შესვლას მოუთმენლად ელოდება.

„კონკრეტულად შალვა ნათელაშვილის პარლამენტში შემოსვლა ჩემთვის სანაძლეოს მოგებას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, მოუთმენლად ველოდები, როდის დადგება ეს დღე. თანამშრომლობის კუთხით მისი შემოსვლა ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ გართობის კუთხით არ არის ცოტა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

შალვა ნათელაშვილმა დღეს განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.

შალვა ნათელაშვილი საკანონმდებლო ორგანოში სავარაუდოდ სამშაბათის პლენარულ სხდომაზე მივა. სწორედ მომავალ სასესიო კვირაში უნდა უყაროს პარლამენტმა კენჭი სამი დეპუტატისთვის, მათ შორის შალვა ნათელაშვილისთვის მანდატის შეწყვეტას. საკითხზე უკვე იმსჯელა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა და მიიჩნია, რომ ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე უნდა შეუწყდეს.