იაგო ხვიჩია - ნაკლებად მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოშვებით პოლარიზაცია დასრულდება
იაგო ხვიჩია - ნაკლებად მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოშვებით პოლარიზაცია დასრულდება

ნაკლებად მჯერა იმის, რომ მიხეილ სააკაშვილი გავუშვათ და პოლარიზაცია დასრულდება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების კომპეტენცია აქვს.

„არ მგონია, რომ შეწყალებაზე პუტინთან საუბარი ჭრიდეს. მგონია, რომ სხვა გზა არის მოსაფიქრებელი. ან პუტინის პატიმარს არ უნდა ვეძახდეთ და სხვა ვინმეს პატიმარს უნდა ვეძახდეთ, რომ სწორედ მას ვთხოვდეთ მის შეწყალებას. მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ვითხოვდით, რადგან საერთაშორისო მიმართულებით შარში არ გავხვეულიყავით, მაგრამ ეს ამბავი არ გამოვიდა და ამას მხარს არც „ნაცმოძრაობა“ უჭერდა. მგონია, რომ მისი გათავისუფლებისთვის სხვა გზები უნდა ვიპოვოთ. ნაკლებად მჯერა იმის, რომ მიხეილ სააკაშვილი გავუშვათ და პოლარიზაცია დასრულდება. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მას აქვს კომპეტენცია მიხეილ სააკაშვილის შეწყალების. მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილის დროს არ უფრთხილდებიან და ზურაბიშვილის თემას გამოაგდებენ, რომ სულ გათავისუფლების მოლოდინში იყოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.