იაგო ხვიჩია - „ნაცმოძრაობაში“ თუ არ იციან, როგორ დაიშალონ, კარგი მაგალითის აღება „ევროპული საქართველოდან“ შეიძლება
იაგო ხვიჩია - „ნაცმოძრაობაში“ თუ არ იციან, როგორ დაიშალონ, კარგი მაგალითის აღება „ევროპული საქართველოდან“ შეიძლება

„ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდებ, ნუ გაწყვეტენ მრავალწლიან ურთიერთობებს, სჯობს, პარტიის დაშლაზე იფიქრონ, რომ ეს ურთიერთობები ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნისთვის გამოიყენონ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას განცხადებით, „გირჩი“ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას გულშემატკივრობს.

„მანქანა ვინ ვის აჩუქა და ვინ ვის რა გაუკეთა, მგონი, ეს ჩემი გასარჩევი არ არის. ჩემი პარტიიდან ეს ყველაფერი მშვენივრად ჩანს, ჩვენ ხომ „ნაცმოძრაობის“ დაშლას ვგულშემატკივრობთ, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ მომხრეებისთვის ეს ყველაფერი კარგად არ გამოჩნდება. ყველასთვის სჯობს, რომ „ნაცმოძრაობა“ ჩუმად დაიშალოს, ჩხუბის და რაღაცების გარეშე. თუ მაინც და მაინც არ იციან, ზუსტად როგორ დაიშალონ, მგონი, კარგი მაგალითის აღება „ევროპული საქართველოდან“ შეიძლება – დაშლა უხმაუროდ და კვალიფიციურად მათ იციან. ვფიქრობ, რომ პარტიაში პოლიტიკური ტემპერატურა ჯერ კიდევ ისე აიწევს, რომ შემდეგ ურთიერთობის ისე გაგრძელება, ვითომ არაფერი მომხდარა, სწორი არ იქნება. ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს და, მგონი, ამ პარტიის მოღონიერებისთვის შიდა ბრძოლაზე უფრო მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტაა. ის, რომ „ნაცმოძრაობა“ ასეთი სახით არჩევნებამდე მივიდეს, მგონი, დაშლა სჯობს და ასპარეზი სხვა ძალებს მისცეს, რაც მიხეილ სააკაშვილისთვისაც კარგი იქნება“, – განაცხადა ხვიჩიამ.