იაგო ხვიჩია - „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში მართლა შემოსვლას მივესალმებით, მაგრამ ეს უკვე რამდენჯერ თქვეს, ამ საკითხს ფრთხილად ვეკიდები
იაგო ხვიჩია - „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში მართლა შემოსვლას მივესალმებით, მაგრამ ეს უკვე რამდენჯერ თქვეს, ამ საკითხს ფრთხილად ვეკიდები

მოდით, დავუშვათ და ვთქვათ, რომ გამოსწორება „ნაციონალურ მოძრაობასაც“ კი შეუძლია და ამ შანსის ფარგლებში, ისინი საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდებიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას უნდა დაუბრუნდეს და ბოიკოტი შეწყვიტოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში მართლა შემოსვლას მივესალმებით, მაგრამ ეს უკვე რამდენჯერ თქვეს, არ მახსოვს და ამ საკითხს ფრთხილად ვეკიდები. 2020 წლის არჩევნებამდე ოპოზიციასთან გეგმა შევათანხმეთ, მათ ამას ხელი მოაწერეს და შემდეგ დაივიწყეს. პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება იმიტომ გვინდა, რომ ვუთხრათ, ზუსტად იგივე გვინდა, რაც თავის დროზე გეგმით გვინდოდა, თუ ახლა რას ფიქრობენ. საუბარია მართლმსასჯულების რეფორმაზე, ასევე ეკონომიკაზე, განათლებაზე. როცა ამას ხელი მოვაწერეთ და ამ საკითხებზე საუბარი უნდა დაწყებულიყო, მათ საუბარი საკუთარ ლიდერებზე დაიწყეს და წინასაარჩევნოდ ხალხს მაღალფარდოვანი სიტყვებით ელაპარაკებოდნენ. იმდენი ხანია, პოლიტიკაში ვართ, გვესმის, რა შინაარსი აქვს სიტყვა ნდობას პოლიტიკაში. ჩვენი დამოკიდებულებაა – ენდე, მაგრამ გადაამოწმე“, – განაცხადა ხვიჩიამ.

დატოვე კომენტარი