იაგო ხვიჩია - „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას სააკაშვილის გათავისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, მაგრამ ასე ეუბნებიან, რომ ძალიან არ გაბრაზდეს
იაგო ხვიჩია - „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას სააკაშვილის გათავისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, მაგრამ ასე ეუბნებიან, რომ ძალიან არ გაბრაზდეს

„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მიზანია, სააკაშვილს დაანახონ, თითქოს მისი გათავისუფლებისთვის იბრძვიან.

მისივე თქმით, სინამდვილეში, აქციებს სააკაშვილის გათავისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„აქციის მიზანია, სააკაშვილს თავი მოაჩვენონ, თითქოს მისთვის იბრძვიან, მის გასათავისუფლებლად საქმეს აკეთებენ და იმისკენ იღვწვიან, რომ სააკაშვილი გაათავისუფლონ. სინამდვილეში, ამას სააკაშვილის გათავისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, მაგრამ სააკაშვილს ასე ელაპარაკებიან, რომ ძალიან არ გაბრაზდეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.