იაგო ხვიჩია - „ნაციონალური მოძრაობიდან“ არავინ დამენიძლავა, სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა თუ არა, მისი ჩამოსვლის გულწრფელად არავის სჯერა
გუშინ „ნაციონალური მოძრაობიდან“ არავინ დამენიძლავა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა თუ არა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, გამოდის, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის გულწრფელად არავის სჯერა.
„მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა თუ არა, ამ თემაზე გუშინ „ნაციონალური მოძრაობიდან“ არავინ დამენიძლავა. ე.ი. მისი ქვეყანაში ჩამოსვლის გულწრფელად არავის სჯერა. რომელიმეს ჰკითხავთ, შეიძლება, ზოგი მის ჩამოსვლას უშვებდეს. მთავარია, ფულს რისკავენ თუ არა ამ რწმენის შესაბამისად და ფულს არ რისკავენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ „პირადად ჩამოვა ამ არჩევნებზე საქართველოში“.
აღნიშნულთან დაკავშირებით იაგო ხვიჩიამ გუშინ განაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილი თუ საქართველოში ჩამოვა, პირობას დებს, მას ახალნაყიდი ელექტრო „პორშეთი“ დახვდებიან და პარლამენტში მიიყვანენ“.