იაგო ხვიჩია - „ნაციონალური მოძრაობა” უნდა შემოვიდეს პარლამენტში, ხელშეკრულების სხვა პუნქტს რომ არ თანხმდები და პროცესის მონაწილეებს შეურაცხყოფას აყენებ, არარაციონალურთან ერთად, არაადეკვატურია
იაგო ხვიჩია - „ნაციონალური მოძრაობა” უნდა შემოვიდეს პარლამენტში, ხელშეკრულების სხვა პუნქტს რომ არ თანხმდები და პროცესის მონაწილეებს შეურაცხყოფას აყენებ, არარაციონალურთან ერთად, არაადეკვატურია

ამნისტიის კანონპროექტი მიღებული უნდა იყოს კონსესუსის სახით, მრავალპარტიული მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს. ვეცდები, ამის მიღწევას, მაგრამ არ ვიცი, „ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია, –  ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, შეთანხმების სრულყოფილად რეალიზებისთვის  „ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია მნიშვნელოვანი იქნება.

იაგო ხვიჩია იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა” სრული შემადგენლობით პარლამენტში შევა.

„ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია, თუ როგორ უყურებს კანონპროექტს და ასევე შემოდის თუ არა პარლამენტში, ეს იქნება მნიშვნელოვანი იმის მიუხედავად, მოგვწონს თუ – არა. ამნისტიის კანონპროექტი მიღებული უნდა იყოს კონსესუსის სახით, მრავალპარტიული მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს. ვეცდები, ამის მიღწევას, მაგრამ არ ვიცი, „ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია. მათი პოზიცია მნიშვნელოვანი იქნება შეთანხმების სრულყოფილად რეალიზებისთვის. თქვენ მეკითხებით, „ნაციონალური მოძრაობა” უნდა შემოვიდეს თუ არა პარლამენტში? – რასაკვირველია. როცა ხელშეკრულების ერთ პუნქტს დათანხმდი, სხვა პუნქტს არ თანხმდები და პროცესის მონაწილეებს შეურაცხყოფას აყენებ, არარაციონალურთან ერთად, არაადეკვატურია. მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა” სრული შემადგენლობით პარლამენტში შემოვა. ვფიქრობ, ამნისტიის შესახებ კანონი მიღებული უნდა იყოს და შარლ მიშელის დოკუმენტი რეალიზებული“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.