იაგო ხვიჩია - „ნაციონალური მოძრაობა“ თუ ბოლომდე დარჩა დესტრუქციული ამ პროცესში, იქნება აღქმული, რომ მათ არ სურთ შეთანხმება და უნდათ, სააკაშვილი ერთპიროვნულად მოვიდეს ამ ქვეყანაში
იაგო ხვიჩია - „ნაციონალური მოძრაობა“ თუ ბოლომდე დარჩა დესტრუქციული ამ პროცესში, იქნება აღქმული, რომ მათ არ სურთ შეთანხმება და უნდათ, სააკაშვილი ერთპიროვნულად მოვიდეს ამ ქვეყანაში

ჩემი აზრით, თუ გამოსავალი ვერ ვიპოვეთ და ისევ იქ აღმოვჩნდით, სულ მცირე რაღაც კითხვებზე გვექნება პასუხი, მაგალითად, თუნდაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უნდა მისცე თუ არა ხმა ისეთ პარტიას, გინდა ოპოზიციიდან, რომელიც საერთოდ აუხსნელად, უაპელაციოდ შენს ხმებს მოეპყრა უპატივცემულოდ საპარლამენტო არჩევნებზე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

მისი თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლომდე დარჩა დესტრუქციული ამ პროცესში, ნებისმიერი ნორმალური ადამიანისგან იქნება აღქმული, რომ მათ არ სურთ შეთანხმება. 

„ჩემი აზრით, თუ გამოსავალი ვერ ვიპოვეთ და ისევ იქ აღმოვჩნდით, მინიმუმ რაღაც კითხვებზე გვექნება პასუხი, მაგალითად, ამ ორ პარტიაზე („ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“) დაყრდნობა და ნდობა შეიძლება თუ არა. მაგალითად, თუნდაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უნდა მისცე თუ არა ხმა ისეთ პარტიას, გინდა ოპოზიციიდან, რომელიც საერთოდ აუხსნელად, უაპელაციოდ შენს ხმებს მოეპყრა უპატივცემულოდ საპარლამენტო არჩევნებზე, ფაქტობრივად, ჩიხში შეიყვანა პროცესი იმითი, რომ არ უნდოდა ლაპარაკი და შეგნებულად არ უნდოდა არაფერზე შეთანხმება, რადგან შემდეგ მათი ლიდერი ერთპიროვნულად მოვიდეს ხელისუფლებაში.

თუ ეს „ნაცმოძრაობამ“ გააკეთა, თუ ისინი ბოლომდე დარჩნენ დესტრუქციული ამ პროცესში, ნებისმიერი ნორმალური ადამიანისგან იქნება აღქმული, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა შეთანხმება, მათ უნდათ, რომ მიხეილ სააკაშვილი ერთპიროვნულად მოვიდეს ამ ქვეყანაში და ამაში აიყოლიეს დანარჩენი პოლიტიკური პარტიები, ზოგი ყოფილი მათი შემადგენელი ნაწილი და მათი მეგობარი, ახლო ურთიერთობაში მყოფი, ზოგიერთი მაგათთან სრულიად შემთხვევით მოხვედრილი ადამიანები“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩიას აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ სულ მცირე რაიმე თავისი წინადადება უნდა დადოს მოლაპარაკების მაგიდასთან.

„მე ჩემი ინტერესები მაქვს და ვიცი, რა მინდა ამ თვალსაზრისით, ეცადოს, რომ არ ჩაიხსნას მანდატები, რადგან ოპოზიციის  მანდატების ჩახსნა ავტომატურად ნიშნავს, რომ ეს პარლამენტი არ შედგა და ჩვენ ყველანი ვალდებული ვართ, ახალი პარლამენტისთვის ვიზრუნოთ, რადგან ეს არ იქნება პარლამენტი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.