იაგო ხვიჩია - „ნაციონალური მოძრაობა“ სასწრაფოდ უნდა შემოვიდეს პარლამენტში, გვაკლიან, გვენატრებიან
იაგო ხვიჩია - „ნაციონალური მოძრაობა“ სასწრაფოდ უნდა შემოვიდეს პარლამენტში, გვაკლიან, გვენატრებიან

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ სასწრაფოდ უნდა შევიდეს პარლამენტში.

როგორც ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტს 35 ოპოზიციონერზე უარის თქმის უფლება არ აქვს.

„სასწრაფოდ უნდა შემოვიდნენ, უკვე აგვიანებენ. გვაკლიან, გვენატრებიან. ამ პარლამენტში 35 ოპოზიციონერზე უარის თქმის უფლება არ გვაქვს“, – განაცხადა ხვიჩიამ.