იაგო ხვიჩია - „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის სიყვარულის გარშემოა შექმნილი, მისი რწმენით ყველა გამსჭვალულია და ასე იბრძვიან, ვინ უკეთესად და ვინ უარესად, ბევრ რამეზეა დამოკიდებული
იაგო ხვიჩია - „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის სიყვარულის გარშემოა შექმნილი, მისი რწმენით ყველა გამსჭვალულია და ასე იბრძვიან, ვინ უკეთესად და ვინ უარესად, ბევრ რამეზეა დამოკიდებული

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ახლა საარჩევნო პერიოდია და ადამიანებს, ფაქტობრივად, წინასაარჩევნო კამპანია აქვთ, შესაბამისად, ამ კონტექსტიდან გამომდინარე კეთდება ეს განცხადებები, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის,​ ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „სააკაშვილის თავისუფლებასა და უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე ერთიანობა უაღრესად მნიშვნელოვანია, სამწუხაროდ, ჩვენი მეგობრების ნაწილი ნაბიჯების გადადგმას კვლავაც განკერძოებულად ცდილობს“.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის სიყვარულის გარშემოა შექმნილი და განვითარებული, მისი რწმენით ყველა გამსჭვალულია და ასე იბრძვიან, ვინ უკეთესად და ვინ უარესად, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული.

„ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ საარჩევნო პერიოდია და ადამიანებს, ფაქტობრივად, წინასაარჩევნო კამპანია აქვთ, შესაბამისად, ამ კონტექსტიდან გამომდინარე კეთდება ეს განცხადებები. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საქმეში ორივე მხარეს წარმატებებს ვუსურვებ. მიხეილ სააკაშვილის მიმართ სიყვარული „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წევრს აერთიანებს. ეს პარტია ამ იდეის, მიხეილ სააკაშვილის სიყვარულის გარშემოა შექმნილი და განვითარებული. ახლა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვინ უფრო დაიცავს ან ვინ უფრო იბრძვის სააკაშვილის ინტერესების დასაცავად, არ ვიცი. მჯერა, რომ სააკაშვილის რწმენით ყველა გამსჭვალულია და ასე იბრძვიან. ვინ უკეთესად და ვინ უარესად, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა ხვიჩიამ.