იაგო ხვიჩია - „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესულ ხალხს ეშმაკებად აცხადებს, თავად ანგელოზებად მოაქვთ თავი, ორივე უნდა ვიყოთ ეშმაკები ან ანგელოზები, რომ დალაპარაკება შევძლოთ
იაგო ხვიჩია - „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესულ ხალხს ეშმაკებად აცხადებს, თავად ანგელოზებად მოაქვთ თავი, ორივე უნდა ვიყოთ ეშმაკები ან ანგელოზები, რომ დალაპარაკება შევძლოთ

ქალაქის მერად შეიძლება არ გვყავდეს კანდიდატი, თუმცა საკრებულოს არჩევნებში სრულყოფილ მონაწილეობას მივიღებთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ამ ეტაპზე პოლიტიკურ სპექტრში არ არის ერთსულოვნება.

„ბევრი შეცდომები დავუშვით ერთმანეთთან და ნდობის აღდგენის პროცესს უფრო მეტი დრო სჭირდება, ასე სახელდახელოდ, კანდიდატს ვაყენებ და მხარი დამიჭირე, ამ პროცესს ვერ ვხედავ. პოლიტიკურ სპექტრს ბევრი რამე დაგვიგროვდა სალაპარაკო, რაც უნდა დაიწყოს პარლამენტში შესვლით და იქ ლაპარაკით. პარლამენტში თუ არ შემოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“, ფიზიკურად ვერ იქნება ერთიანობა. ისინი პარლამენტში შესულ ხალხს ეშმაკებად აცხადებენ, თავად ანგელოზებად მოაქვთ თავი. ეს უნდა გათანაბრდეს. ორივე უნდა ვიყოთ ან ეშმაკები ან ანგელოზები, რომ შევძლოთ რაღაცაზე დალაპარაკება. პროცესი გვაჩვენებს, ვის რა მხარდაჭერა ექნება. ჩვენ რა სტრატეგიაზეც ვმუშაობთ არის ის, რომ „გირჩი“ თავის ამომრჩევლებს არ ახვევს თავს „გირჩის“ გარდა, სხვა არც ერთ კანდიდატს, არ ეუბნება ამომრჩეველს, რომ ვინმეს მხარი უნდა დაუჭიროს. ეს მათი გადასაწყვეტია. ქალაქის მერად შეიძლება არ გვყავდეს კანდიდატი, თუმცა საკრებულოს არჩევნებში სრულყოფილ მონაწილეობას მივიღებთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.