იაგო ხვიჩია - „ნაციონალური მოძრაობა“ აქციებზე ცოტას იხმაურებს და დაიშლებიან 
იაგო ხვიჩია - „ნაციონალური მოძრაობა“ აქციებზე ცოტას იხმაურებს და დაიშლებიან 

ჩემი აზრით, „ნაცმოძრაობის“ აქციები „ქართული ოცნების“ წარმატებული პროექტია – თუ გინდა, ადამიანების მუხტი ჩააქრო და ბრაზი გააბაიბურო, ამისთვის საჭიროა, სწორედ ასეთი კონცერტების მოწყობა, რაც არავისთვის საშიში არ არის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ცოტა ხანი იხმაურებენ და დაიშლებიან. ასეთ აქციებზე ადამიანები არ მიდიან და საფრთხე არასოდეს იქნება. მგონია, რომ ვერ „გაქაჩავენ“. იმაში არ გაუმართლათ, რომ საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს არის და ამ რეჟიმში კინკილა აქციებით სიარული წელიწად-ნახევრის მანძილზე წარმოუდგენელია. ხალხს მოსწყინდება და იქ ხალხიც აღარ ივლის, მხოლოდ ლიდერები ივლიან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.