იაგო ხვიჩია - „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა საკუთარ გულშემატკივარს აჩვევს პარლამენტში შემოსვლას
იაგო ხვიჩია - „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა საკუთარ გულშემატკივარს აჩვევს პარლამენტში შემოსვლას

„გირჩის“ წევრი, იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახლა დაბნეულობაა.

„მათ გუნდში ახლა რაღაცნაირი დაბნეულობა იგრძნობა. მგონი, ამ წუთას საერთოდ არ თამაშობენ. გულშემატკივარს შევითანხმებ რას ვიზამ, ვითამაშებ თუ არა. ასეთი რამ მე არ გამიგია, ხალხი რომ ამაზე რეგიონებში დადიოდა, გეგონება, მასე ირკვეოდეს, მართლა შეთანხმდა თუ არა რაიმე გულშემატკივართან და მხარდამჭერთან.

ვფიქრობ, ერთგვარი პრელუდიაა პარლამენტში შემოსვლის წინ, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრია ნამუშევარი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საწინააღმდეგო მიმართულებით. ახლა საკუთარ გულშემატკივარს აჩვევენ პარლამენტში შემოსვლას“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გუშინ თელავში, პარტიის რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წევრებს შეხვდა და განაცხადა, რომ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი გახდება ცნობილი.