იაგო ხვიჩია - ბოლო პერიოდი „ნაცები“ უჩვეულოდ ფაფუკები გახდნენ, მათ მითხრეს, რომ ახალი პიარკონსულტანტი ჰყავთ, რომელმაც ურჩია, აგრესია არ ვარგა და კეთილშობილები უნდა იყვნენ 
იაგო ხვიჩია - ბოლო პერიოდი „ნაცები“ უჩვეულოდ ფაფუკები გახდნენ, მათ მითხრეს, რომ ახალი პიარკონსულტანტი ჰყავთ, რომელმაც ურჩია, აგრესია არ ვარგა და კეთილშობილები უნდა იყვნენ 

„ნაცებმა“ მითხრეს, რომ ახალი პიარკონსულტანტი ჰყავთ, რომელმაც ურჩია, რომ აგრესია არ ვარგა და კეთილშობილები უნდა იყვნენ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, „ნაცების“ კონსულტანტები აშკარად ხვდებიან, რომ არჩევნებს როცა ათჯერ აგებ, მეთერთმეტეჯერ რაღაც უნდა შეცვალო.

„კონსტრუქციული განწყობა მხოლოდ პრემიერობის კანდიდატთან შეხვედრაზე არ იყო, ბოლო პერიოდი „ნაცები“ უჩვეულოდ ფაფუკები გახდნენ. ვერ გეტყვით, რის გამო. მითხრეს, რომ ახალი პიარკონსულტანტი ჰყავთ, რომელმაც ურჩია, აგრესია არ ვარგა და კეთილშობილები უნდა იყვნენ. არ ვიცი, მათი სათნოება და კეთილშობილება სადამდე გაგრძელდება, მაგრამ სანახავად უცნაურია და ამ პროცესში თავი „ქოცებმა“ კი არა, „ნაცებმა“ დაგვამახსოვრეს“, – განაცხადა ხვიჩიამ.