იაგო ხვიჩია - საპროტესტო აქციებს შედეგი არ აქვს, ოპოზიცია უნდა კონცენტრირდეს, რომ მიზანი შესრულდეს, სხვა შემთხვევაში, ყველაფერი გამიშვი-დამიჭირეს თამაშს ემსგავსება
მთავარი პრობლემაა, რომ საპროტესტო აქციებს შედეგი არ აქვს, ოპოზიცია უნდა კონცენტრირდეს, რომ მიზანი შესრულდეს, სხვა შემთხვევაში, ყველაფერი გამიშვი-დამიჭირეს თამაშს ემსგავსება, – ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია როდესაც ასეთ ბრძოლას იწყებს, მოსალოდნელია ვიღაცის აქციაზე დაკავება და სასამართლოში გადაყვანა.
„მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საპროტესტო აქციებს შედეგი არ აქვს. არ ვიცით, ეს მომავალში როგორ გაგრძელდება, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ოპოზიცია ვერ აღწევს მიზანს, როცა ამბობს, რომ დაიკავებს თავისუფლების მოედანს, ალყას შემოარტყამს კანცელარიას. ეს შემდეგ არ არის გაკეთებული ისევე, როგორც დავბლოკავთ იუსტიციის სამინისტროსო და არ არის სამინისტროს შესასვლელი დაბლოკილი. ვფიქრობ, ოპოზიცია იმაზე უნდა კონცენტრირდეს, რომ თუ რამეს ამბობს, მისი მიზანი შესრულდეს, სხვა შემთხვევაში, ეს ყველაფერი გამიშვი-დამიჭირეს თამაშს ემსგავსება და შედეგი ვერ მოჰყვება. გასაგებია, რომ „ქართული ოცნება“ ვიღაცას აქციაზე დააკავებდა, სასამართლოში გადაიყვანდა და შეიძლება, ციხეში რამდენიმე დღე ჩასვას, ეს ხომ აქამდეც უქნია და ხომ მოსალოდნელია, როცა ასეთ ბრძოლას იწყებ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.