იაგო ხვიჩია - სასამართლო თუ დამოუკიდებელი არ არის, ის საერთოდ არ არის სასამართლო, ეს პრობლემა გვაქვს გამოსასწორებელი​
იაგო ხვიჩია - სასამართლო თუ დამოუკიდებელი არ არის, ის საერთოდ არ არის სასამართლო, ეს პრობლემა გვაქვს გამოსასწორებელი​

„გირჩის“ ლიდერ იაგო ხვიჩიას განცხადებით, მთავარი პრობლემა, რაც საქართველოში სასამართლოს აქვს, არის დამოუკიდებლობის არქონა.

მისივე თქმით, სწორედ ეს პრობლემაა გამოსასწორებელი.

„მთავარი პრობლემა, რაც საქართველოში სასამართლოს აქვს, ეს არის დამოუკიდებლობა. თუ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, ის საერთოდ არ არის სასამართლო – უბრალოდ, შენობას გარედან აწერია სასამართლო. ჩვენ მხოლოდ ეს პრობლემა გვაქვს გამოსასწორებელი. შენობას გარედან სასამართლო რომ აწერია, ნამდვილი სასამართლო უნდა გავხადოთ. სამუშაო ჯგუფებში ვეცდები, გავიგო, რა ჰგონია ხელისუფლებას პრობლემა და რის გამოსწორებას აპირებს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

დატოვე კომენტარი