იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილი 23:00 საათის ნაცვლად, დილის თორმეტზე ან წინა დღით უნდა ჩამოვიდეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ სააკაშვილით ადამიანების დაშინება
იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილი 23:00 საათის ნაცვლად, დილის თორმეტზე ან წინა დღით უნდა ჩამოვიდეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ სააკაშვილით ადამიანების დაშინება

„გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, საქართველოში ჩამოსვლის ბილეთი გადაცვალოს და ქვეყანაში 2 ოქტომბერს, დათქმულ დროზე ადრე ჩამოვიდეს.

როგორც ჟურნალისტებს ხვიჩიამ განუცხადა, ერთადერთი შემთხვევაა, როცა ევროპარლამენტარებს არ ეთანხმება, პირიქით, სააკაშვილს მოუწოდებს, გადაცვალოს ბილეთი და ქვეყანაში უფრო ადრე ჩამოვიდეს.

„23:00 საათის ნაცვლად, მიხეილ სააკაშვილი აქ დილის 12:00 საათზე, ან საერთოდ წინა დღით უნდა ჩამოვიდეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ მიხეილ სააკაშვილით ადამიანების დაშინება. თუ ეს გადაწყვეტილება აქვს, ჩამოვიდეს, მაგრამ ასე შორიდან რომ ამბობს, ჩამოვალო, შემდეგ მის არჩამოსვლას ძალიან იმედგაცრუება მოჰყვება ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველში. მგონია, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ თამაში, რაც დასტურდება ბოლო ცხრა წლის და 15-ზე მეტი არჩევნების შედეგებით. თუ სააკაშვილი ჩამოვა, ვეცდებით, ჩვენი სიტყვა შევასრულოთ და „პორშეთი“ მივაცილოთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.