იაგო ხვიჩია - მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“ შემოვიდნენ პარლამენტში, რომ ერთად შევძლოთ რაღაც მავნებლობების გაჩერება მაინც
იაგო ხვიჩია - მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“ შემოვიდნენ პარლამენტში, რომ ერთად შევძლოთ რაღაც მავნებლობების გაჩერება მაინც

დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობა“ სრული შემადგენლობით შემოვა საქართველოს პარლამენტში, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, გარეთ დარჩენას მაშინ, როცა პარლამენტში საკმარისი რაოდენობის წევრები არიან შარლ მიშელის დოკუმენტის აღსასრულებლად, უბრალოდ დიდი აზრი არ გააჩნია.

„დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობა“ სრული შემადგენლობით შემოვა საქართველოს პარლამენტში. მუშაობა წარმომიდგენია ისე, რომ როცა შემოვლენ, ვნახავთ რა ხასიათზე დადგებიან, როდის დამშვიდდება პოლიტიკური პროცესი და შემდეგ გავაგრძელებთ მუშაობას. გარეთ დარჩენას მაშინ, როცა პარლამენტში საკმარისი რაოდენობის წევრები არაინ შარლ მიშელის დოკუმენტის აღსასრულებლად, უბრალოდ დიდი აზრი არ გააჩნია. მოვუწოდებ სწრაფად შემოვიდნენ პარლამენტში, რომ ერთად შევძლოთ რაღაც მავნებლობების გაჩერება მაინც“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.