იაგო ხვიჩია - მოსახლეობამ ზუსტად იცის, ვინ არის „ნაცი“ და ვინ - არა, მინდა, გვარამია და ჯაფარიძე ერთად დავინახოთ, ქართულ პოლიტიკას ისინი სჭირდება
იაგო ხვიჩია - მოსახლეობამ ზუსტად იცის, ვინ არის „ნაცი“ და ვინ - არა, მინდა, გვარამია და ჯაფარიძე ერთად დავინახოთ, ქართულ პოლიტიკას ისინი სჭირდება

სწორი გზით გადადმული ნაბიჯია და ყოფილ „ნაცებს“ ვურჩევდი, ამ პროექტს უფრო სერიოზულად შეხედონ, რადგან არ შეიძლება „ნაცური“ ხმების დაკარგვა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ნიკა გვარამია ახალი პარტიის შექმნას აპირებენ.

ხვიჩიას თქმით, ყოფილი „ნაცები“ საარჩევნოდ ისე მაინც უნდა გადანაწილდნენ, რომ ხმები არ დაკარგონ.

„პარლამენტში ორი „ნაცური“ პარტია მაინც უნდა შევიდეს, თორემ თუ ხუთად გაიყოფიან, შეიძლება, ოთხი ვერ შევიდეს და ეს დანაკლისი იქნება ოპოზიციისთვის. მგონი, მოსახლეობამ ზუსტად იცის, ვინ არის „ნაცი“ და ვინ – არა. მინდა, რომ გვარამია და ჯაფარიძე ერთად დავინახოთ. ქართულ პოლიტიკას ისინი სჭირდება და თუ ერთად იქნებიან, კარგია“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.