იაგო ხვიჩია - მოლოდინი მაქვს, რომ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ მოუნდებათ, შეთანხმება შედგება
იაგო ხვიჩია - მოლოდინი მაქვს, რომ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ მოუნდებათ, შეთანხმება შედგება

მოლოდინი ისეთი მაქვს, როგორიც იქნება მანამდე პოლიტიკურ ძალებს შორის პოლიტიკური კონსესუსი. ფასილიტატორები ჩვენი დამხმარეები არიან მოლაპარაკებების პროცესში, მაგრამ შინაარსი ამ მოლაპარაკებას პოლიტიკურმა მოთამაშეებმა უნდა შევძინოთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია და ხელისუფლება კონსესუსამდე უნდა მივიდეს.

„მოლოდინი მაქვს, რომ შეთანხმება შედგება, თუ ეს მოუნდებათ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს ორი მხარე არის ახლა, რომელიც რეალურად მოწადინებულია ამ შეთანხმების ჩაშლით სხვადასხვა ფორმით და ზომით, ძირითადად, რასაკვირველია ხელისუფლება, მაგრამ ბოლომდე კონსტრუქციული არ არის არც ოპოზიცია და ამას ხედავენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ჩვენი ამოცანაა, რომ რაღაცნაირად შევთანხმდეთ ჩარჩოზე, რომელზეც გაშლა და დახვეწა შეგვეძლება ჩვენს ფასილიტატორ ელჩებთან ერთად.მგონია, რომ ჩვენ ერთი შანსი გვექნება კიდევ ერთხელ და ერთი რაუნდი კიდევ იქნება, ეს მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ. საჭიროა მესამე და მეოთხე პუნქტებზე შეთანხმება. მესამე არის პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით და მეოთხე, როდის უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. ჩემი აზრით, ტიპის კონსესუსამდე უნდა მივიდეთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.