იაგო ხვიჩია - მკაფიო პასუხი როცა არ აქვთ, რატომ გადიან პარლამენტიდან და არ სცემენ პატივს ამომრჩეველს, მათთვის მიბაძვა არ მინდება
„გირჩი“ პარლამენტს არ ტოვებს, სხვა რატომ ტოვებს და რა შედეგი მოჰყვება ამას, ესეც არ გვესმის, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ მკაფიო პასუხი, რატომ ტოვებენ პარლამენტს, მიბაძვის სურვილი არ უჩნდება.
პარლამემტის დატოვება რამდენად სწორია, ამაში არ ვართ დარწმუნებული. როცა ადამიანებს მკაფიო პასუხი არ აქვთ, პარლამენტიდან რატომ გადიან და საკუთარ ამომრჩეველს რატომ არ სცემენ პატივს, ამას ჩემთვის გასაგებად ვერ ხსნიან, მათთვის მიბაძვა არ მინდება. შეიძლება, მათ ახსნა და პირადი ვალდებულებები ჰქონდეთ, რომლის შესრულებაც ასე გამოიხატება, მაგრამ მე არ ვარ ვალდებული“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ 31 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტს ტოვებს. სადეპუტატო მანდატის დატოვების შესახებ განცხადებები გააკეთეს ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ნონა მამულაშვილმა, ანა წითლიძემ და ლევან ვარშალომიძემ.
ამასთან, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურში განაცხადეს, რომ სადეპუტატო მანდატის დატოვების შესახებ პარლამენტს უახლოეს პერიოდში მიმართავს ზურაბ ჯაფარიძეც.