იაგო ხვიჩია - მინდა, საშუალება მქონდეს, ვიმსჯელო, როგორ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლების ადამიანურ გაგებას ის, რაც დღესაა დამკვიდრებული
იაგო ხვიჩია - მინდა, საშუალება მქონდეს, ვიმსჯელო, როგორ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლების ადამიანურ გაგებას ის, რაც დღესაა დამკვიდრებული

სახალხო დამცველობა იმისთვის მინდა, რომ დავეხმარო ადამიანებს, რომლებიც ციხეში სხედან ან ციხეში ჩასმას უპირებენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, მისი პოლიტიკაში მოსვლის მთავარი მოტივიც ეს იყო.

„სახალხო დამცველობა იმისთვის მინდა, რომ დავეხმარო ადამიანებს, რომლებიც ციხეში სხედან ან ციხეში ჩასმას უპირებენ. სწორედ ეს არის მთავარი მოტივი ისევე, როგორც თავის დროზე, ეს იყო პოლიტიკაში მოსვლის მოტივი. გარდა ამისა, სხვა არგუმენტებიც არსებობს, რამაც ეს ნაბიჯი გადამადგმევინა. მინდა, საშუალება მქონდეს, ვიმსჯელო, რას ნიშნავს ადამიანის უფლებები და როგორ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლების ადამიანურ გაგებას ის, რაც დღესაა დამკვიდრებული, ადამიანების რაღაც ნიშნებით დაყოფა და შემდეგ მათი სათითაო უფლების, ვითომ დაცვით, ერთმანეთთან დაპირისპირება“, – განაცხადა ხვიჩიამ.