იაგო ხვიჩია - მინდა, რომ პრეზიდენტმა და ამერიკელებმა ოპოზიცია გააერთიანონ და ჩვენი მოწოდება, „ნაცები“, „ქოცები“ და „გირჩები“ სისრულეში მოვიდეს
იაგო ხვიჩია - მინდა, რომ პრეზიდენტმა და ამერიკელებმა ოპოზიცია გააერთიანონ და ჩვენი მოწოდება, „ნაცები“, „ქოცები“ და „გირჩები“ სისრულეში მოვიდეს

მინდა, რომ პრეზიდენტმა და ამერიკელებმა ოპოზიცია გააერთიანონ და ჩვენი მოწოდება, „ნაცები“, „ქოცები“ და „გირჩები“ სისრულეში მოვიდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ხვიჩიას თქმით, საზოგადოება ხვდება, რომ ხმები არ უნდა დაიკარგოს და თუ ხმები არ დაიკარგება, ეს წარმატების ფორმულაა.

„ვგულშემატკივრობ პრეზიდენტის ინიციატივას. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის როლს, გააჩნია, თავად რა როლს აირჩევს და რა წონა უნდა, რადგან დიდი შესაძლებლობები არსებობს, პრეზიდენტია ბოლოს და ბოლოს, ოპოზიციონერებს უყვართ, ჩვენ – ნაკლებად, მაგრამ ეს შანსებს აძლევს და სწორად უნდა გააერთიანოს ოპოზიცია“, – განაცხადა ხვიჩიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა: „მეგობრებს გავაცანი, როგორი უნდა იყოს ევროპული პლატფორმა, რომელიც უკვე ჩამოყალიბებულია, ჩვენი უახლოესი მომავალი არის მობილიზაცია არჩევნებისთვის, უთუოდ გავიმარჯვებთ“.